ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული დელეგაცია გერმანულ გამოცდილებას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის, თელავთან დამეგობრებულ, ქალაქ ბიბერახის საშუალო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. შედეგად, თანამშრომლობის ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, პროფესიული ორიენტაციის კომპონენტი ზოგად განათლებაში და მეწარმეობის განვითარება პროფესიულ განათლებაში.

ზემოაღნიშნული საშუალო სკოლა სანიმუშოა ბადენ ვუტენბერგის შტატში, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა პროფესიული ორიენტაციის კურსს, რაც მოსწავლეებს ტექნიკური მიმართულებით ავითარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წლიდან საჯარო სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი დაიწყო, რომელიც ამ ეტაპზე 1000-მდე სკოლის საშუალო საფეხურზე ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპზე, რაც საქართველოში პროფესიული ორიენტაციის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას გულისხმობს.

პროფესიულ კოლეჯში შეხვედრისას ხაზი გაესვა მეწარმეობის სწავლების მნიშვნელობას პროფესიულ სასწავლებლებში. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობის კურსი საქართველოს რიგ სკოლებში საპილოტე რეჟიმში 2014 წლიდან ხორციელდება. დაწყებულია მეწარმეობის სწავლების დანერგვა პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულურ პროგრამებშიც.

გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ეს კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდება და დაიწყება მუშაობა სავაჭრო პალატების ჩართულობაზე მეწარმეობის სიმულაციური პროგრამის დანერგვის მიზნით, რაც პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს რეალობასთან მიახლოებულ, ვირტუალურ გარემოში მოსინჯონ საკუთარი ძალები. ეს პროფესიულ სტუდენტებს აუმაღლებს მოტივაციას და მისცემს შესაძლებლობას მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, შეამცირონ მოსალოდნელი რისკები და იყვნენ წარმატებული მეწარმეები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე