ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის სკოლების წარჩინებულები დასაჩუქრდნენ

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 356 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი, სტატისტიკა ასეთია:

საქართველოს მასშტაბით პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ:
2012-2013 წლებში -1468 მოსწავლე

2013-2014 წლებში - 1629 მოსწავლე

2014-2015 წლებში – 1970 მოსწავლე

თბილისი:

2012-2013 წლებში - 302

2013-2014 წლებში - 323

2014-2015 წლებში – 356

2015 წლის წარჩინებულ მოსწავლეთა სკოლების რეიტინგი ასეთია:
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა-14 მოსწავლე;

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა- 12 მოსწავლე;

თბილისის №77 საჯარო სკოლა-11მოსწავლე;

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის №163 საჯარო სკოლა-10 მოსწავლე;

თბილისის №107 საჯარო სკოლა-9 მოსწავლე;

თბილისის №161 საჯარო სკოლა-9 მოსწავლე.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე