ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვორქშოფი „NEET“ ჯგუფების კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

ETF-მა ჩაატარა კვლევა პარტნიორ ქვეყნებში, სადაც შესწავლილი იყო მოქალაქეთა ის ჯგუფები, რომლებიც არც მუშაობენ, არც სწავლობენ და არ არიან ჩართულები რაიმე სახის ტრენინგში („NEET“). საერთაშორისო კვლევის თანახმად მსგავსი ჯგუფების პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია საქართველოში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში „NEET“-ის მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია ევროპისა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით. “NEET“ ჯგუფების  პრობლემატიკა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალურია ევროპის ქვეყნებში და მიმდინარებს ერთიანი მიდგომის შემუშავება მის გადასაჭრელად. სწორედ ამ ერთიანი მიდგომის ნაწილი უნდა გახდეს საქართველო და დაინერგოს თანმიმდევრული სისტემა, რათა ამ კონცეპტით გადაიდგას ნაბიჯი ევროინტეგრაციისაკენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოთქვა ETF-თან პარტნიორობის დაინტერესება აღნიშნულ საკითხზე და ატარებს ვორქშოფს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისაუბრებენ “NEET“-ის პრობლემატიკაზე, მსგავსი ჯგუფების გაჩენის, რაოდენობრივი ზრდის სავარაუდო მიზეზებზე და ამასთან, აღნიშნული საკითხის კვლევის მეთოდოლოგიაზე.

ETF-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის მიზანია კვლევის შედეგებთან ერთად აამაღლოს ცნობიერება პოლიტიკის დონეზე „NEET“-ის პრობლემატიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბოს ამ პრობლემის გადაჭრის სისტემური გზები.

შეხვედრაზე განხილული იქნა “NEET“ ჯგუფების  კვლევის მიმართულებები და შემდგომი განვითარების გეგმა. ვორქშოფზე მოწვეული იყვნენ შესაბამისი საჯარო დაწესებულებები, სოციალური პარტნიორები და მკვლევარები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე