ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომაროვის სკოლა 50 წლისაა

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  199-ე საჯარო სკოლას 50 წელი შეუსრულდა.  საიუბილეო თარიღი სკოლამ სპეციალური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებლები, სხვადასხვა რანგის კონკურსებსა თუ კონფერენციებში მოპოვებული ჯილდოები, ფიზიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და საპატიო სიგელები - ეს სკოლის არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღწეულის მოკრძალებული ჩამონათვალია. სკოლის განსაკუთრებული მონაპოვარი კი მისი წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში წარმატებით მოღვაწეობენ.

საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სკოლის მიღწევების ამსახველი გამოფენისა და სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული შოუს („მეფინგი“) ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. გამოფენა სკოლის ისტორიას, მიღწევებსა და მის სამომავლო გეგმებს ასახავდა.

სკოლაში 1050 მოსწავლე სწავლობს. მუშაობს საღამოსა და შაბათის სკოლები (ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების გაძლიერებული სწავლებით), რომელშიც თბილისის მასშტაბით 2000-მდე, რეგიონულ ფილიალებში კი 300-მდე  მოსწავლეა ჩართული. სკოლაში ფუნქციონირებს პანსიონი, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სკოლის 100 წარმატებული მოსწავლე რეგიონებიდან სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე