ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სომეხი მოზარდები წყნეთის საზაფხულო სკოლაში ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  დიმიტრი შაშკინის მოწვევით,  5 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკიდან თბილისში 20  მოზარდი  ჩამოვიდა, ისინი 21 დღეს ქართველ თანატოლებთან ერთად,  წყნეთის ენის საზაფხულო ბანაკში გაატარებენ, სადაც გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურ ენას და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროგრამის - ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში” ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან წყნეთში 110 წარჩინებული მოსწავლე  დასვენებასთან ერთად ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს, სწორედ მათ შეუერთდებიან სომეხი თანატოლები.

აკაკი სეფერთელაძის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ანალოგიური ერთობლივი გაცვლითი პროგრამის განხორციელება, იგი მოზარდებს დაეხმარება უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებასა და სხვა ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გაცნობაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე