ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„დიმიტრი ყიფიანი - მადლის მქმნელი“

2014 წელს დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ყიფიანის პირადი საარქივო ფონდი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, შესაბამისად, დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და საქმიანობის პოპულარიზაციისათვის, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური დახმარებით, საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი მოამზადა.

გამოფენა თბილისის აკალასიკურ გიმნაზიაში გაიმართა, რაც სიმბოლურია ვინაიდან, გადასახლებამდე სწორედ გიმნაზიაში მოღვაწეობდა დიმიტრი ყიფიანი როგორც პედაგოგი და წლების განმავლობაში იყო თბილისის გიმნაზიის საპატიო მზრუნველი, ადგენდა სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, იბრძოდა ქართული ენის უფლებებისათვის სკოლებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

გამოფენა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს, 10-დან 15 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს მნახველებს. აქ წარმოდგენილია დიმიტრი ყიფიანის, არჩილ ჯორჯაძის, დუტუ მეგრელისა და სხვ. პირადი საარქივო მასალა (საზოგადო საქმიანობის ამსახველი, პირადი მიმოწერა, ფოტოები, შემოქმედების შავი  მასალა). გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია კომპიურეტული პროგრამა, რომელიც ასახავს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის მრავალმხრივობას.

მცირე კვლევა-ინტერაქტივი მოსწავლეთათვის  - აღნიშნული გამოფენის ფარგლებში  მომზადდა საგანგებო მონაცემთა ფურცლები, რომლებიც მოსწავლეებმა, წარმოდგენილი საარქივო მასალის საფუძველზე, თავად  შეავსეს, კონკრეტულ დავალებებზე პასუხის გაცემით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  2 სალექციო შეხვედრა-დისკუსია, რომლებიც საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა გამართეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცდილებით, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა. ლექციისადმი ინტერესს ამაღლებს ფინალური ვიქტორინის ფაქტორი, სადაც ნებისმიერი ცოდნა შესაძლებელია იქცეს კონკურენტ გუნდთან შედარებით უპირატესობის გამოვლენის ფაქტორად.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ვიქტორინა. 15 ნოემბერს ვიქტორინაზე დარეგისტრირებული სასკოლო ჯგუფები დაამუშავებენ მითითებულ ლიტერატურას, მოისმენენ მოწვეული სპეციალისტების ლექციებს და გაიცნობენ ექსპოზიციაზე წარმოდგენილ საარქივო დოკუმენტებს, ჩატარდება ვიქტორინა. მონაწილე გუნდები მიიღებენ სერტიფიკატს და  საჩუქრებს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გამარჯვების დამადასტურებელ სიგელს;

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე