ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში 2015

მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგფილემ თამაზ მარსაგიშვილმა კონფერენცია გახსნა თემაზე: „Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში 2015“.

კონფერენციაზე, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, რექტორები, კანცლერები, ხარისხის მართვის მენეჯერები, ტექნიკური მენეჯერები და ზოგადად, უნივერსიტეტების მმართველი, გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ საუბარი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

რამდენიმე მიმართულებით წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები მათთვის, ვისთვისაც ტექნოლოგიები წარმოადგენს ინსტრუმენტს განათლებაში ეფექტური ცვლილების განსახორციელებლად. პარტნიორებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უახლეს ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე მსოფლიოს წარმატებული ინტეგრაციების მაგალითებით. საუბარი შეეხო ასევე თუ რა სტრატეგიები არსებობს თანამედროვე განათლებაში ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და რა შესაძლებლობები ქართული უნივერსიტეტებისთვის.

Microsoft-ი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მწარმოებელ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ Microsoft-ის და მისი პარტნიორების მიერ განვითარებული ინოვაციური მიდგომები ხელს უწყობს ინსტიტუციური ეფექტურობის ზრდას ათიათასობით საგანმანათლებლო ორგანიზაციაში სწავლების, კვლევისა თუ ადმინისტრირების პროცესების მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე