ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულ-გერმანული საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლოგისტიკაში ქართულ-გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა გახსნა, რომელსაც გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი, სტუ-ს რექტორი არჩულ ფრანგიშვილი, TH Wildau-ის პრეზიდენტი პროფესორი ლასლო უნგვარი, DAAD თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტჰალერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ევროპული დონის ლოგისტიკის უმაღლეს სწავლებას წამოადგენს. საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ეკონომიკის საფუძვლებისაგან შედგება და მოიცავს ლოგისტიკის 37 სხვადასხვა საგანს (მაგალითად: საავტომობილო და სარკინიგზო ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, საპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ტვირთის დამუშავება, სასაწყობო სისტემები, ტელემატიკა, ERP დ.ა.შ.). მე-3 სემესტრიდან სწავლება გერმანულ ენაზე განხორციელდება და მას მთლიანად გერმანული კონსორციუმის პროფესორ-მასწავლებები გაუძღვებიან. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია SAP-ის ლოგისტიკის ლაბორატორიის ჩამოყალიბება, ბიბლიოთეკის შექმნა, ვიდეო-კონფერენციის დარბაზის მოწყობა, ელექტრონული სწავლების მოდულის დანერგვა და სხვა აქტივობები.

სასწავლო პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ერთწლიანი სწავლება გერმანიაში. მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში. მე-8 სემესტრი მთლიანად დაეთმობა პრაქტიკას და საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას გერმანულ კომპანიებში. პრაქტიკის ფარგლებში ისინი გაეცნობიან გერმანული კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებს და ეფექტურ სამუშაო პროცესებს. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, პარალერულადმიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომს სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).

პროგრამის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს.

საქართველოში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს განვითარებისათვის და საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებისთვის ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა გამოხატეს უდიდესი ინტერესი პროგრამის მიმართ. ხელმოწერილია 20-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

გერმანული კონსორციუმის ლიდერი ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტია (TH Wildau). დანარჩენი ორი წევრი კი ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივესიტეტები. პროგრამა 8 სემესტრიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ის პირველი საინჟინრო პროგრამაა, რომელიც DAAD-ის მიერ დაფინანსდა.

პრეზენტაციის ბოლოს ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ქართველ სტუდენტებს ვილდაუს უნივერსიტეტის სტუდბილეთები გადასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე