ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული“ უნიკალური გამოფენით დაიხურა. ეროვნულმა მუზეუმმა და ალექსანდრე ქართველის ასოციაციამ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმოადგინა.

გამოფენა საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეიქმნას ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის /1896-1974/) ცხოვბრებასა და შემოქმედებაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა. გამოფენა საშუალებას იძლევა დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, თვალი გადავავლოთ ალექსანდრე ქართველის პროფესიული და პირადი ცხოვრების გზას და გავეცნოთ მის მიერ შექმნილ ლეგენდარულ თვითმფრინავებს.

აღნიშნული გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“. გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია. გამოფენა 2016 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

ალექსანდრე ქართველი დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში. ოცი წლის ასაკში ალექსანდრე დედასთან ერთად გაექცა საბჭოთა ეპოქის არეულობასა და ზეწოლას და გაემგზავრა ემიგრაციაში ბავშვობის დროინდელი ოცნების ასრულებისა და თვითმფრინავების დიზაინის შემუშავების მიზნით. პარიზში, საავიაციო სკოლაში სწავლისას ქართველის თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში. პარიზის საავიაციო წრეებში კარგი რეპუტაციის მქონემ, 1920 წელს გაიცნო ამერიკელი მეწარმე ჩარლზ ლევინი და მის საავიაციო კომპანიაში სამუშაოდ აშშ-ში გადავიდა.

ალექსანდრე ქართველმა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა სამხედრო ავიაციის სფეროში და იმ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, რომელთა გავლენაც მნიშვნელოვნად გასცდა მათი ძირითადი საქმიანობის სფეროს. ენთუზიაზმით აღსავსე გამომგონებელმა დაარღვია ყველა მანამდე არსებული ჩარჩო. მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10 დღემდე ითვლება ამერიკულ ავიაციაში არსებულ ყველაზე ეფექტურ მოიერიშე თვითმფრინავად.

იმდენად, რამდენადაც ალექსანდრე ქართველი აქტიურად იყო ჩართული შეერთებული შტატების სამხედრო საქმიანობაში, მისი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული შპიონაჟის, გატაცების და ლიკვიდაციის რეალური საფრთხეების გამო. მხოლოდ გრიფი „საიდუმლოს” მოხსნის შემდეგ, როდესაც ალექსანდრე ქართველის შესახებ სმითსონის ინსტიტუტისა და NASA-ს არქივებში დაცული მასალა გახდა ხელმისაწვდომი, საზოგადოებამ შეიტყო მისი უმნიშვნელოვანესი წვლილის შესახებ - მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მიერ საჰაერო უპირატესობის მოპოვების საქმეში.

ალექსანდრე ქართველის ფუძემდებლური კონსტრუქტორული გადაწყვეტები პასუხობდა ფრანკლინ დელანო რუზველტის, ჰარი ტრუმენის და ამერიკული ავიაციის პიონერის ჩარლზ ლინდბერგის ეპოქის გამოწვევებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე