ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ოზურგეთის სოფლების სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს. თამარ სანიკიძემ ამჯერად, გურიის რეგიონის გუბერნატორთან ერთად, ოზურგეთის სოფლების სკოლები მოინახულა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვისა და სოფელ მერიის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაობი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ქვედა ბახვის სკოლაში პირველ ეტაპზე სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო სარინელი და სანიაღვრე სისტემა, პირველი სართულის ნაწილში განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები და ფასადის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე სანკვანძის სამშენებლო სამუშაოები. ამავე სკოლაში დაგეგმილია მეორე სართულის დერეფნისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა სოფელ მერიის საჯარო სკოლაშიც და პროცესი აქაც გრძელდება.

2015 წელს ოზურგეთის ოცზე მეტ სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი წლიდან ახალი პროექტები დაიწყება და თითქმის ყველა სკოლა იქნება რაებილიტირებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე