ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2010“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის - ”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“. (NGNI)

”ალიანტე“ არის საერთაშრისო კონკურსი, სადაც ახალგაზრდები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას ნატოს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2010 წელს, პირველად კონკურსის არსებობის მანძილზე ფინალი ნატოს არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში ჩატარდა.

ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საერთაშორისო ფინალში, სადაც მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის 40 ახალგაზრდამ ლატვიიდან, ლიტვიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მონტენეგროდან, საქართველოდან, ჩეხეთსა და სლოვაკეთიდან.

კონკურს ”ალიანტეს” საერთაშორისო ფინალი 2010 წლის 28 ივნისს – 1 ივლისს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა, ფინალში მონაწილე ახალგაზრდებს ინტელექტულური ტესტის შევსებასთან ერთად ფიზიკური წინააღმდეგობების გადალახვაც მოუწიათ. საუკეთესო შედეგის მქონე 7 გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, აქედან 5 ქართული გუნდია, რის გამოც საქართველო გამარჯვებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

კონკურსის ქართველმა გამარჯვებულებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად 10 დღით პოლონეთში იმოგზაურეს. ისინი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პოლონეთში იმყოფებოდნენ, სადაც ქ. ვარშავაში ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი,  ქ. ბიდგოსცჟში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრი და საჰაერო ბაზები  მოინახულეს.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ, თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საჩხერის სამთო მომზადების ბაზის, ილიას უნივერსიტეტის და   ქ.თბილისის მერიის  მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე