ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი საქართველოში კატერი კლემენტი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი კენ უოლში დაესწრნენ. სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის წევრები არიან ბიზნეს ორგანიზაციების, საწარმოებისა და აკადემიური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. განიხილეს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივები.

ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური გამოგონებები და პროექტები.

2015 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში პირველი სტუდენტები მიიღეს. ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე ბევრი წარმატებული სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორისაა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აბიტურიენტი დავით სოსელია, მათემატიკაში უმაღლესი შეფასების მქონე ლუკა ლომთაძე და დაჩი გოგიტიძე, ქიმიაში უმაღლესი შეფასების მქონე ანა შალამბერიძე. აგრეთვე Intel ISEF-ის 2015 წლის მსოფლიო კონკურსის მეოთხე საპრიზო ადგილის მფლობელი ნიკა ალავიძე, რომლის გამოგონებამ მსოფლიოს მასშტაბით 7 200 000 პროექტს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, ოლიმპიადის ეროვნული ნაკრების წევრი ქიმიაში ელგუჯა გოჯიაშვილი, ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე, ნიკა მინაშვილი და სხვა წარმატებული ახალგაზრდები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე