ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გენდერული თანასწორობა და ბიზნესი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა თემაზე ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპები - გენდერული თანასწორობა და ბიზნესი: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა. შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. ღონისძიების ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გაეროს ქალთა ორანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა მსჯელობა გენდერულ თანასწორობაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მიერ შეტანილ წვლილზე ქალთა უფლებების გაძლიერების პროცესში. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბიზნესის და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებენ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ძალადობის აღმოფხვრას, ქალების ეკონომიკური და უფლებრივი გაძლიერების ხელშეწყობას - რაც ცალსახად უკავშირდება განათლებას, შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და პროფესიაში შესვლასა და კარიერულ ზრდას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიის სფეროში, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორის ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. შესაბამისად, კომპაქტის ერთ-ერთი ამოცანაა განათლებაში ბიზნესისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული და უმაღლესი განათლების უზრუნველყოფისთვის. კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე