ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე უნგრეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის განათლების მიმართულების მინისტრს პალკოვიჩ ლასზლოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი.

ორი ქვეყნის მინისტრს შორის საუბარი უმაღლეს განათლებას, განათლების დაფინანსებას და სტუდენტურ სესხებს შეეხო. უნგრეთს ყველა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, საქართველო კი, მზად არის გაიზიაროს ქვეყნის ეს გამოცდილება. ამაში ჩვენ ქვეყანას უცხოელი ექსპერტები დაეხმარებიან. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუდენტების დაფინანსების კვოტის გაზრდასაც. საუბარია სახელოვნებო მიმართულებებით 10 ადგილის დამატებაზე.

ბუდაპეშტში ასევე მიმდინარეობს განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მიერ დაგეგმილი მედია-ტრენინგი, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციას, ბოლონიის პროცესის მიმდინარეობას, განათლების პოლიტიკის მედია განხილვასა და გაშუქების სპეციფიკას ეძღვნება. ტრენინგის მონაწილეები „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული, საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები არიან. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, თამარ სანიკიძე ტრენინგის მონაწილეებსაც შეხვდა და მათ საქართველოსა და უნგრეთის უმაღლესი განათლების საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა, კერძოდ, როგორ ხდება უმაღლესი განათლების დაფინანსება, ასევე რა პარალელები და განსხვავებებია ორი ქვეყნის განათლების სისტემას შორის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე