ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უნივერსიტეტის რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. შეხვედრაში სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სისტემის პოლიტიკის საექსპერტო ანალიზი/კვლევა - ‘Policy Mix Peer Review  of the Georgian STI system’.  

შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებთან რეგულარულად იმართება და განიხილება უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე