ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეფექტიანობის პილოტური აუდიტი განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან. სწორედ მიმდინარე რეფორმისა და ევროკავშირის მხარდაჭერის ,,საჯარო ფინანსების მართვისა და პოლიტიკის  რეფორმის“ პროექტის ფარგლებში სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იწყებს  ეფექტიანობის პილოტური აუდიტის განხორციელებას.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდება მაღალი რისკებისა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროგრამაზე. ეფექტიანობის აუდიტი  განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის (ISAI 3000), საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. პროცესს გაუძღვება მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ნიჰად ნაკაში, რომელიც ამჯერად საქართველოში იმყოფება.

აუდიტის მიზანია დაადგინოს პროგრამის განხორციელებისთვის  ხდება თუ არა პროგრამის მასშტაბის შესაბამისი რესურსების მობილიზება, ასევე შეაფასოს პროგრამაზე მიმართული სახსრები რამდენად ეფექტიანად და ეკონომიურად იქნა გამოყენებული და შედეგად, რამდენად მოხდა დასახული მიზნების მიღწევა.

ეფექტინობის აუდიტი არის ერთ-ერთი ახალი აუდიტის სახე და შიდა აუდიტის სუბიექტებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერება მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებისათვის და წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ნაწილს, ხოლო ეფექტიანობის აუდიტის სათანადოდ დანერგვა-განხორციელება პრაქტიკაში, მნიშვნელოვნად გაზრდის საჯარო სექტორის ეკონიმიურ, ეფექტურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო ასევე მუდმივად ზრუნავს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვაზე და უწყებაში დასაქმებული მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისად, სამინისტროს დაკვეთით  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, სამინისტროს შიდა აუდიტის  30-მა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა ,,სპეციალიზებული კურსი შიდა აუდიტის თანამშრომელთათვის.“

აღნიშნული კურსი  5 სასწავლო მოდულისაგან შედგებოდა -სახელმწიფო ბიუჯეტი, სახელმწიფო შესყიდვები, საგადასახადო კანონმდებლობა, საბიუჯეტო ორგანიზაციების აღრიცხვა-ანგარიშგება და ორის ბუღალტერია. კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გადამზადებულ თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა უმეტესობამ ოქროს, ნაწილმა კი, ვერცხლის სერტიფიკატები დაიმასახურა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე