ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 80 წლისაა

27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელმაც არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ღვაწლმოსილი პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს. გორის უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა პერიოდში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი დიდი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გ. ახვლედიანი, ე. მეტრეველი, ა. ჩიქობავა, თ. უთურგაიძე, გ. ჟორდანია, ზ. სარჯველაძე, ს. გაჩეჩილაძე, ს. ხუციშვილი, ვ. თოფურია, ს. მაკალათია, გ. მერკვილაძე, დ. თევზაძე და სხვ.

უნივერსიტეტში ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა უნივერსიტეტში სწავლის დონე და მიღწეული წარმატებები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე