ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების თემაზე კონფერენცია იმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქობულეთში მასშტაბურ სამდღიან კონფერენციას მართავს. კონფერენციის თემაა ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.

კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, დარგობრივი სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმებისა და პროცედურების ანალიზის განხორციელება და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება.

კონფერენცია ასევე ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის კულტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას, განახლებული მიდგომების შემუშავებას, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას სწავლა/სწავლების, კვლევისა და დასაქმების მიზნით.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე