ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრებმა განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს.

სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ  მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლდა ავარიული  სპორტული დარბაზი და საქართველოში დღეს ის ერთ–ერთი საუკეთესოა. გარდა ამისა, დაიგო სპეციალური სპორტული ფრანგული gerflor-ის წარმოების კომბინირებული 6სმ–იანი ვინილის იატაკი, ისეთი, როგორიც ბაქოსა და თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე იყო გამოყენებული. ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა სველი წერტილები (მათ შორის  ინკლუზიურიც) და გასახდელები.

აღსანიშნავია, რომ მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში და სხვადასხვა ჩემპიონატებში არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა კანკავა. შესაბამისად, ახალი სპორტული დარბაზი, მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ სკოლას. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებით საფეხურზე სპორტის საათები იზრდება. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ გაკვეთილები და მას ორის ნაცვალდ კვირაში სამი საათი დაეთმობა.  განსაკუთრებული ყურადღება კი მოძრავ თამაშებს მიექცევა.

სკოლებში სპორტის სათანადო განვითარებას სამინისტრო ხელს უწყობს ინფრასტურქურული პროექტებითაც.  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ  2013-2015 წლებში  87 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რაშიც 10,164,509 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, განხორციელდა 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება 1,887,738 ლარს შეადგენს.  

მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 714 მოსწავლე ირიცხება, სპორტული დარბაზის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა. ამოქმედდა ექიმის კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვედურ კედელსა და გათბობას. სკოლაში შესაბამისი გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებისთვის - სკოლაში, სადაც 13 სსსმ პირი სწავლობს, ორი სპეც.მასწავლებელი ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სკოლაში  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარემონტდა კლასები სასკოლო მზაობის პროგრამისთვის, სადაც ბავშვები აღნიშნულ პროგრამას დაეუფლებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე