ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვასწავლოთ ქართული ენა, როგორც მეორე ენა” პროგრამაში გამარჯვებულ  20 მასწავლებელს სერთიფიკატები გადასცა. 

პროგრამა 2009 წელს სქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო ინიცირებული და მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროგრამის სრული სახელწოდებაა ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში.”   პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს ხელფასი 1000 ლარი აქვთ (საათობრივი  ანაზღაურების გარეშე).  მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ასწავლიან.

ისინი ასწავლიან არა მარტო სკოლებში, არამედ ქმნიან არასასკოლო ჯგუფებს, კლუბებს, სადაც უფროსებს, მასწავლებლებს, მშობლებს შეეძლებათ ისწავლონ ქართული ენა. პროგრამა არის მასშტაბური და მრავალფეროვანი ყველა  თემის  ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაეწეროს და  მიიღოს მასში მონაწილეობა.

2009-2010 წლებში ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1000-მდე პედაგოგმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა. სულ კონკურსის საფუძველზე ტესტირების და გასაუბრების გავლის შემდეგ შეირჩა 64  მონაწილე.

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადაამზადა, მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც სწავლობდნენ სწავლების მეთოდებს, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს სასაუბრო დონეზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე