ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, ოთხი საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი მოემსახურება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამის შესახებ N87 სკოლაში განაცხადეს.

ორი ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა თბილისის მერიის მიერ განხორციელდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ოთხი N173-ე, N87-ე, N177-ე და N191-ე საჯარო სკოლები შეირჩა. ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს.

2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწვალო პროცესებში ჩართულობის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას და მათ სასწავლო პროცესში ჩართულობას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე