ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო კონფერენცია “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვე“-ს (INNOVE) მონაწილეობით, 2015 წლის 8-9 დეკემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“.

კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების განხილვა ეროვნული სასწავლო გეგემების განვითარებისა და დანერგვის მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე განათლების სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს იმ საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მოსწავლეებში სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საკლასო შეფასების საკითხებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოშო მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, მისი შესაბამისობა ეროვნულ საჭიროებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავებენ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საქართველოში დანერგვისთვის საჭირო რეკომენდაციებს.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს განათლების სისტემის წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო გეგმის ექსპერტები, განათლების მკვლევარები, ასევე, ესტონეთისა და  ფინეთის სასწავლო გეგმის ექსპერტები.  

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე