ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდება

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უწყვეტი და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ენობრივ კულტურული იდენტობის დაცვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა. განათლების პოლიტიკა ეხება როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, ასევე,  პედაგოგური კადრებით უზრუნველყოფას.

დოკუმენტის განხილვისა და სრულყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, სამდღიანი კონფერენცია გაიმართა, სადაც  ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს. კონფერენციის მიზანი იყო ამ სფეროში სამინისტროს მიერ ბოლო წლებში ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოების, განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი, ასევე, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.  

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის „კავკასია“ რეგიონალური დირექტორი ევა ჩილინსკი, ნაციონალური უმცირესობის საქმეთა უმაღლესი კომისარი მიხაელ არგერმანი, ასევე სამინისტროს და მისადმი დაქვემდებარებული უწყებების,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNICEF, ევროპის საბჭო).

მოწვეულ საერთაშორისო ექპერტებთან ერთად განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასეს, იმსჯელეს ჯერ კიდევ არსებულ გამოწვეებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე.

რეკომენდაციები ეხებოდა  იმგვარი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც თანაბრად მოიაზრებს როგორც შესაბამისი ინსტიტუციების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას.

სამუშაო შეხვედრისას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ხაზგასმით აღინიშნა სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები -  საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროპის საბჭოსა და გაეროს მთავარი კონვენციების უმეტესობაზე ადამიანისა და უმცირესობათა სფეროში. ასევე  აღინიშნა სტრატეგიული ხედვის მნიშვნელობა, რაც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათთვის სამართლებრივ და სამოქალაქო დონეზე თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას და ზოგადად, სხვადასხვა კულტურის ურთიერთმიმღებლობას,

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე