ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქეთევან ნატრიაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს გაეცნო.

ოთხ დღიანი ტრენინგი საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს.

ტრენინგის ამოცანაა დემოკრატიული განათლების ხელშეწყობა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების სისტემების საშუალებით. სწავლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებიან.

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მიზნებს, პრინციპებსა და მათ შესახებ არსებულ დოკუმენტებს; სკოლის ანალიზს დემოკრატიული მოქალაქეობის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით; სკოლის კულტურათა ტიპებს; დემოკრატიული განათლების კომპეტენციათა ჩარჩოს; დემოკრატიული განათლების სწავლების ზოგად ხედვას და მის პრაქტიკულ განხორციელებას მასწავლებლის მომზადების პროცესში საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემებში, ასევე ამ მიმართულებით უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის სქემებს, ცრუ წარმოდგენებთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს, ევროპის საბჭოს სასწავლო რესურსებსა და სასწავლო მოდულების შემუშავების პრინციპებს.

ტრენინგის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მოდელებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.

ტრენინგი ორიენტირებულია შედეგზე და ითვალისწინებს მონაწილეების მიერ დეკემბრიდან თებერვლამდე ერთი მოდულის მომზადებას, რომელშიც მოცემული იქნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებასთან დაკავშირებული მასწავლებლის 15 კომპეტენციიდან ერთ-ერთი. ამავე პერიოდში ტრენინგის მონაწილეები ექსპერტებისგან მიიღებენ კონსულტაციებს პროექტების მომზადების პროცესში.

მოდულების მომზადებისა და ტრენინგების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება მომზადებული მოდულების პილოტირება და დამტკიცება, ამის შემდგომ კი განაწილდება ორი მიმართულებით - როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების, ისე მასწავლებელთა შემდგომი პროფესიული მომზადებისთვისთვის.

პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

სწავლების ყველა საფეხურზე დემოკრატიული განათლების მიზანია საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება, ტოლერანტობა და მშვიდობიანი, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება.

 



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე