ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველოლოგიის სკოლა „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სეზონური სკოლების 2015 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიმდინარე წლის 11-19 დეკემბერს ატარებს ქართველოლოგიის სეზონურ (ზამთრის) სკოლას „ქართული ხელნაწერი“.

სკოლის მიზანია საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული მიმართულების წარმომადგენლების - სტუდენტების (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერების (მაგისტრები, დოქტორები) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ზამთრის სკოლის პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა 30-მდე სააპლიკაციო ფორმა საქართველოს 11 უნივერსიტეტიდან.

ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია პროექტით გათვალისწინებული 15 მონაწილე საქართველოს 8 რეგიონული უნივერსიტეტიდან. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ სკოლის პროგრამით პროფესიულად დაინტერესებულ კანდიდატებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება სკოლის თემატიკას.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლის „ქართული ხელნაწერი“ აკადემიური პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. მოიცავს 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამებს. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები. სკოლის მსმენელებს მიეცემათ საშუალება, დაამყარონ სასარგებლო სამეცნიერო კონტაქტები ხელნაწერთმცოდნეობის დარგში ავტორიტეტულ მკვლევარებთან.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართველოლოგიის სეზონური (ზამთრის) სკოლის „ქართული ხელნაწერი“ ოფიციალური გახსნა დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მიიღეს, პროექტის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე