ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვიდეორგოლების კონკურსი „თანამედროვე გმირები“

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ვიდეორგოლების კონკურსი „თანამედროვე გმირები“ განახორციელა.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ  გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დააჯილდოვეს.

კონკურსის „თანამედროვე გმირები“ გამარჯვებულები არიან:

I ადგილი :  გორის N11 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - ლიკა ვანიშვილი და  ნათია მაზმიშვილი, მათ გადაეცათ 600 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომები;

II ადგილი:  წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის XII კლასის მოსწავლეები -  თამარ სამხარაძე და საბა ამანათაშვილი, მათ გადაეცათ 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომები;

III ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ დოლიძე X  კლასი, ქეთევან აბაშიძე X კლასი, გუგა ცინცაძე XI კლასი და ნიკა ჩხაიძე  X კლასი, მათ გადაეცათ 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომები.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე