ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმერეთის რეგიონში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.

მაღლაკის №1 საჯარო სკოლა ექსპლუატაციაში 1934 წელს შევიდა. 75 წლის განმავლობაში შენობა კაპიტალურად არ გარემონტებულა. 2009 წლის იანვარში ძლიერმა ქარიშხალმა სკოლას მთლიანად გადახადა სახურავი და მოხსნა კედლის პარაპეტი. შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამდენად, აუცილებლობას წარმოადგენდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, სოფელ მაღლაკის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების  კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და კომპიუტერული ოთახი, მთლიანად გამოიცვლა სკოლის სახურავი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 40 000  ლარით დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლის მთლიანი რეაბილიტაცია 300 000 ლარი დაჯდა და  რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე