ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრო სამოქალაქო რეესტრთან ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გაცვლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის ავტომატურ  რეჟიმში მონაცემების გაცვლას. მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას  ონლაინ რეჟიმში მიიღებს.

ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) შემოღების შემდეგ კი ამავე მოწმობაზე იქნება დატანილი ინფორმაცია ელექტრონული ატესტატებისა და დიპლომების შესახებ.

ცნობისთვის, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში 2009 წელს მოსწავლეთა უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობდა. სასკოლო ასაკის ბავშვების აღრიცხვით შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებას სოციალური პროგრამების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, განათლების სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები მოსწავლეთა  პირად მონაცემებს სამოქალაქო რეესტრის ბაზაში ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შეამოწმებენ.

უწყებათა შორის ონლაინ რეჟიმში  ინფორმაციის გაცვლა ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს: ავტომატურ რეჟიმში მონაცემთა გაცვლისას, აღარ იხარჯება დამატებითი თანხა დოკუმენტის ასლის გადაღებასა და წერილების გაგზავნაზე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე