ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო კონკურსებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

ძალადობის კამპანიის ფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის „დღიურების კონკურსი“ და ბლოგების კონკურსი “პლანეტა თამბაქოს გარეშე“ განახორციელა. დღეს, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა დააჯილდოვა.

დღიურების კონკურსის მიზანი იყო მოზარდები დაფიქრებულიყვნენ იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეიზღუდა ან, დღესაც იზღუდება; ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლების, საზოგადოების მხარდაჭერა. ამ თემატიკაზე მოსწავლეებს უნდა დაეწერათ დღიურები და მოეთხროთ რეალური ან გამოგონილი ისტორიები. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების  საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) მოსწავლეებს. გამოვლინდა 10  გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც გადაეცათ: I, II, III ადგილებზე გასულებს შესაბამისად - 400, 300, 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაძენად, საუკეთესო ათეულში გასულებს - 50-50 ლარიანი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები.

I ადგილი - ნუცა ბაგაშვილი, აკადამეკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა;

II ადგილი - ანა იაკობაძე, ასპინძა, სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა;

III ადგილი - თინათინ გაგუა, ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის N52 საჯარო სკოლა.

ბლოგების კონკურსის მიზანი კი, იყო მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია გარდა ამისა, კონკურსი ემსახურებოდა მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითრებას.  კონკურსანტების  მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული იყო უშუალოდ მოსწავლეების მიერ დანახული პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის მათ მიერ შემუშავებული გზა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით.

კომისიამ  10 გამარჯვებული ბლოგი შეარჩია. გამარჯვებულთა შორის  საპრიზო ადგილები განაწილდება შემდეგნაირად:  I, II, III ადგილებზე გასული ბლოგები და მათი ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით/სიგელებით და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით: I ადგილი - 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით (http://planetwithouttobacco.blogspot.com/), II ადგილი - 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით (http://pasiurimweveli.blogspot.com), III ადგილი - 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით (http://planetatambaqosbolis.blogspot.com/p/blog-page_66.html), საუკეთესო შვიდეული - 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე