ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ლეონარდო და ვინჩი“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციები წარუდგინეს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა გიორგი მარგიანს, ბექა მიქაძეს და ვახტანგ კონტრიძეს გამოგონებისთვის ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის „ჰარვესტერ-რეციკლერი“, ხუთი-ერთში. გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ ეკატერინე დადიანი, ცოტნე დადიანი და ნიკო გიორგაძე პროექტით „პეპლის ეფექტი“, ორმაგი პოტენციალური ორმოს მახასიათებლიანი ბი-სტაბილური ულტრამსუბუქი კარბონის კინემური წყვილის დამზადება და ბიფურკაციული თვისების გამოკვლევა; II ადგილი და 3 000 ლარი - ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და გიორგი ლომჯარია პროექტით - ტრანზისტორიდან პროცესორამდე; III ადგილი და 2 000 ლარი ერგოთ გიორგი შელეგიასა და ამირან აფციაურს პროექტით „ელექტრო გენერატორი Follow me“.

კონკურსის გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინტელის ფონდის დაფინანსებით გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF.

ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოფო მუჯირმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა გამარჯვებულებს. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ინოვაციური განათლების ფონდმა კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრები და დიპლომები გადასცეს. ასევე, გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს მთაწმინდის პარკისა და ბაკულურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლებმა.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანია მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე