ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება

14 აგვისტოს საქართველოში პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,, ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ტრეინინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან, სადაც ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.

პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა. ნოდარ სურგულაძის განცხადებით, ,,პროექტი ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ამჟამად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ხორციელდება. მსგავსი პროექტი წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ინგლისურ ენას პირადი კონტაქტის საფუძველზე კიდევ უფრო უკეთესად შეისწავლიან.’’

უცხოელი პედაგოგების პირველი დელეგაცია საქართველოში 30 ივლისს ჩამოვიდა. ისინი აჭარის საჯარო სკოლებში შეუდგებიან ინგლისური ენის შესწავლას.

მთლიანობაში სქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგების ჩამოყვანა იგეგმება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე