ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მნიშვნელოვანი ელექტრონული სერვისი ამოქმედდება

2016 წლის დასაწისში ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული სერვისი ამოქმედდება. ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ელექტრონული სერვისის ამოქმედება უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყ6ნისთვის, ვინაიდან  პორტალი გაამარტივებს საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვას და ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სკოლების ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. მისი მომსახურებით ისარგებლებს საქართველოს 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 92 პროფესიული კოლეჯი, 2,334 სკოლა და 150 ათასამდე სტუდენტი.

ინტერნეტ პორტალი, რომელშიც განთავსდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ციფრული ჩანაწერები (დიპლომები, ატესტატები, სერტიფიკატები, ა.შ)  შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ მეშვეობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა.

 „ჩვენ ვამკვიდრებთ ინფორმაციის მართვის მაღალლტექნოლოგიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სისტემას. ახალი ელექტრონული სერვისის მეშვეობით გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, გამარტივდება გადახდები, უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო ჩანაწერები, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბიუროკრატიას განათლების სისტემაში“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ ახალი სერვისი ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმას და, ვინაიდან, ახალი ტექნოლოგიები ეფუძნება ელექტრონული მმართველობის პრინციპებს, ეს არა მარტო გაზრდის განათლების ხარისხს, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ასი ათასობით სტუდენტსა და მასწავლებელს.

საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი სრულყოფილად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლების გადამზადება და არსებული საგანმანათლებლო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.    

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე