ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობა მეტალურგიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და „ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან ხვედელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია მეტალურგიის დარგის პოპულარიზაცია და ამ დარგით სტუდენტთა დაინტერესება. მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, გაუწევს ორგანიზებას სტუდენტებთან, მათ შორის, პროფესიულ სტუდენტებთან, საინფორმაციო სახის შეხვედრებს, მათ წახალისებას სტიპენდიებით. ასოციაცია ასევე დაგეგმვას დამატებით ტრენინგებსა და სემინარებს სტუდენტებისთვის, რომლებიც პრაქტიკებს ასოციაციაში შემავალი კომპანიების საწარმოებში გაივლიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ასოციაცია წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა და მეტალურგიის  სფეროში ექსპერტთა ჩართულობით, დასაქმების ბაზარზე საჭირო ან არსებული პროფესიული სტანდარტების მომზადების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესშიც ჩაერთვება.

კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას თავის წევრ ორგანიზაციებში იმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის კუთხით, რომელთაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ,  შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღეს, ასევე ასოციაცია

თავის წევრ ორგანიზაციათა საწარმოო ბაზაზე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაამზადებს, მოიძიებს WorldSkills-ის კონკურსისთვის სპონსორებს  და უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში ჩართულობას. ასოციაცია სამინისტროსთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე