ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროგრამის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა  მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი მიესალმა. პროგრამის მუშაობის შედეგები შეაჯამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ კი პროფესიული განათლების რეფორმის  2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ისაუბრა.

პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ მოწვეულ სტუმრებს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მუშაობის 2015 წლის შედეგები წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ 2015 წელს საქართველოში პირველად დაიწყო მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და წელს პირველად პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა - პროფესიულ განათლებას სწავლების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით დაუფლებოდნენ. მოდულური პროფესიული პროგრამები მსურველებს სთავაზობს არამარტო ღრმა და საფუძვლიანი პროფესიული ცოდნის შეძენასა და საკვანძო უნარების განვითარებას, არამედ, მომავალ პროფესიული განვითარებას განათლების შემდგომ საფეხურსა თუ მომიჯნავე პროფესიაში.

2015 წელს განხორციელდა 52 მოდულური პროგრამისა და მათში შემავალი 748 სავალდებულო პროფესიული მოდულის დანერგვის ღონისძიებები. 2015 წლის საშემოდგომო მიღებაზე 32-მა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა  დაწესებულებამ (მათ შორის 10 უმაღლესმა საგანმანთლებლო დაწესებულებამ)  შემოიტანა განაცხადი 52 დასახელების 122 პროგრამაზე. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა  და  ტესტირება გაიარა 2873 აპლიკანტმა, საშემოდგომო მიღებისას სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაირიცხა 1154 სტუდენტი, ხოლო კერძოში - 109  სტუდენტი.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 2015 წლის განმავლობაში პროფესიებზე არსებული მოთხოვნის იდენტიფიცირების მიზნით იმართებოდა შეხვედრები და ჯამში შემუშავდა 99 პროფესიული სტანდარტის პროექტი ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე. პროგრამა თანამშრომლობდა განათლებისა და დარგის 120 ექსპერტთან საქართველოს წამყვანი კომპანიებიდან და პროფესიული ასოციაციებიდან. შეიქმნა დარგობრივი საბჭოები თერთმეტი მიმართულებით (97 წევრი).

ყველა დამტკიცებული სტანდარტი, პროგრამის ჩარჩო და მოდული განთავსდა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.vet.ge.

2015 წლის განმავლობაში „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამამ“  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის კუთხითაც დიდი სამუშაო გასწია. ამ დრომდე პროფესიული განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო სასწავლო სახელმძღვანელოები. როგრამის ფარგლებში შემუშავდა 54 პროფესიული მოდულური პროგრამის (400-ზე მეტი პროფესიული მოდულის) და 5 ზოგადი მოდულის განხორციელების პროცესის სასწავლო მასალა. ყველა დასრულებული სახელმძღვანელო და გზამკვლევი გამოქვეყნებულია და ხელმისავდომია ვებგვერდზე www.vet.ge.

ღონისძიებაზე მოწვეულმა დონორი ორგანიზაციების, დამსაქმებლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ფასილიტატორებმა და ექსპერტებმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს 2015 წელს მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებს მადლობის სიგელები საზეიმოდ გადაეცათ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ 2013 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით“ გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის განხორციელებას. რეფორმის მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და პიროვნული კარიერული ზრდის ხელშეწყობა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებითა და მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის გზით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე