ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში „იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ილუსტრაციების სასკოლო კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამაღჯვებული მოსწავლეები მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დააჯილდოვა.

კონკურსის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია და  ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება.  კონკურსში საჯარო და კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეები ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მონაწილეობდნენ -  I-VI და VII-XII კლასები. მოსწავლეებს უნდა წარმოადგინათ მათ მიერ შერჩეული გოგებაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით შესრულებული ილუსტრაცია. 

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 5-5 გამარჯვებული (თითო-თითო I, II, III ადგილი და ორი IV ადგილი) გამოვლინდა, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: I ადგილზე გასული ილუსტრაციის ავტორი დაჯილდოვდა დიპლომით და 200 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, II ადგილზე გასული- დიპლომით და 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, III ადგილზე გასული- დიპლომით და 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, IV ადგილზე გასულები-დიპლომით და 50-50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით. გარდა ამისა, კომისიამ შეარჩია საუკეთესო ილუსტრაციები, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინა, ხოლო მათ ავტორებს  სიგელები გადაეცათ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე