ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშობელთა პირველი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების ისტორიაში პირველად, მშობელთა კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა უწყების, სახალხო დამცველის აპარატის,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს სასკოლო ცხოვრებაში  მშობელთა ჩართულობის  ხარისხის ამაღლების, მშობელთა ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. წელს პირველად, ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად ნაწილში გაჩნდა ჩანაწერი მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის საკითხებზე.

მშობელთა პირველი, ფართომასშტაბიანი კონფერენციის მიზანიც იყო ისეთი აქტუალური თემების განხილვა, როგორიცაა - მშობლის როლი განათლებაში, შვილთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში, ძალადობის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ინკლუზია და ა.შ.

კონფერენციის მსვლელობისას მშობლებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სხვადასხვა მნიშვნელოვან  საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დაესვათ კითხვები და მოესმინათ სპეციალისტთა კომპეტენტური პასუხები, მოსაზრებები და რჩევები. შეხვედრაზე განხილული იქნა მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი, პრობლემა, გაზიარებული იქნა  ამ მიმართულებით არსებული ცოდნა და გამოცდილება, გაიმართა ასევე  მსჯელობა პრობლემების გადაჭრის გზებზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე