ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ 45-ე საჯარო სკოლაში ახლად გაკეთებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისში პროექტის ფარგლებში 108 სკოლა გაკეთდება. ამათგან 24 სკოლაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.

ერთ-ერთი 45-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი სკოლის 721 მოსწავლეს მოემსახურება.

ახალი სპორტული დარბაზი სპორტის სამი სახეობის - სპორტული ტანვარჯიშის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა.

სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ძირითადად იმ სკოლებში მიმდინარეობს, სადაც ან საერთოდ არ იყო ანალოგიური გარემო, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა იქნება რეაბილიტირებული.

ნოდარ სურგულაძის განცხადებით, სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან  ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული  ცვლილების საფუძველზე ამოქმედდება. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე