ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წინასაახალწლო ღონისძიებები 203-ე საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მანდატურის სამსახურისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, წინასაახალწლოდ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ესტუმრა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, ლიბერთი ბანკისაგან  ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს.

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც  ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა  პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.

სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული  ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე  სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.

შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე