ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2015 წლის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2015 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2016 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

საანგარიშო შეხვედრაზე სკოლის საქმიანობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ,,გზა წარმატებისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ენის ინსტრუქტორები და სერტიფიკატები  გადაეცათ 2015 წლის მეხუთე ნაკადის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულებს.

2015 წელს სკოლამ მოახდინა არსებული შიდა რეგულაციების ISO 9001:2008  ხარისხის   მართვის სერტიფიკატთან  შესაბამისობაში მოყვანა.  ღონისძიების ფარგლებში სკოლას გადაეცა ISO 9001:2008  ხარისხის სერტიფიკატი.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. 2014-2015 წლებში სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 2000 საჯარო მოხელე, ხოლო საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში 400 საჯარო მოხელე.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

დარგობრივი კურსების პარალელურად, სკოლის 8 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში (დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის საბაზისო კურსი ხორციელდება, რომლის მიზანია, მსმენელებს შეასწავლონ - სახელმწიფო ენის საფუძვლები, ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი, ტექსტური შეტყობინებების მომზადება, საქმისწარმოების მიზნით, წერილებისა და დოკუმენტების შედგენა. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე