ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტი ინგლისურენოვან პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ინგლისურენოვან პედაგოგთა მეორე ნაკადს შეხვდა. ამერიკიდან, კანადიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 102 უცხოელი გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ქართულ ოჯახებში გადანაწილდებიან.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების უმთავრეს პირობას ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლაში ხედავს .

"მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მცხოვრები სკოლის ასაკის ყველა ბავშვი, 5-დან 16 წლის ჩათვლით, ინგლისურენოვანი გახდეს, რასაც მივაღწევთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში; ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო უფრო წინ წავიდეს და ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში პოსტ საბჭოთა სივრცეში", - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, ბათუმში, ინგლისურენოვან პედაგოგებთან შეხვედრისას, რომლებიც საქართველოში განათლების სამინისტროს პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოვიდნენ.

პრეზიდენტი  განათლების სისტემაში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებს "საგანმანათლებლო რევოლუციას" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც შეტანილი იქნება ქვეყნის განვითარების საქმეში.

"როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 ათასი ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფომ შეუქცევადი ხასიათის მოდერნიზაცია მიიღო, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა 3 წლის განმავლობაში 10 ათასამდე ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ენის შემდეგ, მომავალი თაობების მეორე ენა იქნება ინგლისური, შემდეგ კი მოთხოვნილებებისა და რეგიონის გათვალისწინებით – ჩინური, არაბული, თურქული და რუსული.

"მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი ინგლისურენოვანი გახდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პედაგოგთა მესამე ნაკადი 30 აგვისტოსთვის უნდა ჩამოვიდეს. წლის ბოლომდე საქართველოში სულ 1000 პედაგოგი ჩამოვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე