ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკომისიისა და ევროპული განათლების ფონდის სამუშაო შეხვედრა

ევროპული განათლების ფონდის (European Training Foundation – ETF) ორგანიზებით, იტალიის ქ. ტურინში, ევროკომისიის წარმომადგენელთა და ევროპული განათლების ფონდის მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და „ETF“-ის პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამედროვე ტენდენციები, როგორც გლობალური პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ განვითარების კონტექსტში ისე, საქართველოსა და ევროპული განათლების ფონდს „ETF“ შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე  განათლების რეფორმის პროგრესი.

აღნიშნულ სესიაზე, როგორც ევროპული განათლების ფონდის „ETF“ დირექტორმა –მადლენ სერბანმა განაცხადა, საქართველო წარმოადგენს ევროპული განათლების ფონდის საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელი ძალისხმევით მოწოდებულია განავითაროს პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში. მადლენმა სერბანმა  ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმირებისა და რეფორმის ეფექტიანი განხორციელების ეტაპზე. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპული განათლების ფონდის „ETF“  მიერ ორგანიზებულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ევროკავშირის მხრიდან გაწეული ყველა დახმარება პოზიტიურად აისახება სისტემის განვითარებაზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ETF“ კოორდინირებულად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. შედეგად, საქართველომ მიაღწია პროგრესს, რაც დადებითად აისახება საქართველოს პროფესიული განათლების  განვითარებაზე.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე