ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯები ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, პროფესიული სასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და ერთად, ექვს პროფესიულ დაწესებულებას სერტიფიკატები გადასცა.

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს. ამ მიზნით, 2015 წლის დასაწყისში შეირჩა სამი კერძო (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია - BPA; საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“) და სამი სახელმწიფო (საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“; საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“) პროფესიული დაწესებულება, რომლებმაც EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით, განახორციელეს თვითშეფასებები, გამოკვეთეს გასაუმჯობესებელი საკითხები და მათზე დაყრდნობით, დაგეგმეს შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები.


პროექტების შეფასება 2015 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა და მასში  მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვალიდატორები, რომლებიც EFQM-ის წარმომადგენელმა გადაამზადა. შეფასების პროცესში ყველა დაწესებულებას მიენიჭა EFQM-ის პირველი დონის - „სწრაფვა წარმატებისკენ“ - აღიარება.

EFQM-ის მოდელის მიხედვით, პროცესში მონაწილე კოლეჯები მეორე დონის აღიარების მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ განახორციელებენ თვითშეფასებებს, რის საფუძველზეც, შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები დაიგეგმება. წელს დაგეგმილია სხვა პროფესიული დაწესებულებების ჩართულობაც.

წელს ასევე გამოვა „შიდა ხარისხის მართვის სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისათვის“. მასში ინტეგრირებული იქნება EFQM-ის მოდელისა და ISO 29990 - ISO 9001 სტანდარტები. ელექტრონული სახელმძღვანელო ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება  ელექტრონულად.

ღონისძიებაზე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე