ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოთის N12 საჯარო სკოლის ისტორიული შენობა განახლდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ეკა ბესელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის #12 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფოთის #12 საჯარო სკოლას არსებობის 137 წლიანი ისტორია აქვს. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. 137 წლის მანძილზე სკოლას პირველად უტარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გარკვეულ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული თუმცა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს ძალისხმევით, ფოთის მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, სკოლის სრულ განახლებას და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას გულისხმობს: შენობას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გადახურვა, სარინელი, გამოიცვლება იატაკი, კარ-ფანჯარა, ელექტროობა, გაკეთდება გათბობის თანამედროვე სისტემა, სველი წერტილები,  სკოლას ექნება თანამედროვე სპორტული და სააქტო დარბაზები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე