ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს შემსწავლელი პოსტ-სადოქტორო პროგრამა ოქსფორდში

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. საუბარია საქართველოს შემსწავლელ პოსტ-სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც გაუმარტივებს საქართველოს კვლევების მიმართულებით მომუშავე ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევით ვიზიტებს ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ზემოაღნიშნული პროექტი სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ხორციელდება. პროგრამა უკვე გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ქართველოლოგიური მეცნიერებების ე.წ ,,Georgian Studies’’ განვითარებას  მხარს  დაუჭერს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. რისთვისაც 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  შესაბამისი სპეციალური პროგრამა დამტციკდა.

ოქსფორდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, მომავალ თანამშრომლობას საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, ქართული ხელნაწერების საარქივო ფონდების დიგიტალიზაციის პერსპექტივებს, ერთობლივი გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზებას.  

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე