ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ სპორტული კოლეჯის მშენებლობა მოინახულეს.

ახალი სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი ახალ შენობაში დაიწყებს მუშაობას. სპორტის ფაკულტეტი 4 წლიან საბაკალავრო სწავლებას მოიცავს. 

შენობაში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №2 მდებარეობს,  განთავსდება აუდიტორიები თეორიული ლექციების ჩასატარებლად, ასევე ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ანატომიის სასწავლო ლაბორატორიები, სამი დიდი სალექციო დარბაზი, კომპიუტერული კლასი და საპრეზენტაციო დარბაზი.

შენობა გათვლილია 600 სტუდენტზე. სპორტის ფაკულტეტის პრაქტიკული სწავლება ”ქარიშხალას” კომპლექსში მიმდინარეობს.

ილიას სახეწლმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ ფაკულტეტი ორ საბაკალავრო მიმართულებით მიიღებს სტუდენტებს: ფიზიკური აღზრდის მასწავლებლსა და მწვრთნელებს.

დაგეგმილია ასევე, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების პროგრამები.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა და განვითარება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ინციატივის საფუძველზე, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე