ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გადაიჭრება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა და საფუძველი ჩაეყრება ფუნდამენტურ ცვლილებებს. კანონით გათვალისწინებული ცვლილებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, კონფერენციის მონაწილეებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორებს, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებს, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს გააცნო.  

წლების განმავლობაში განსაზღვრული არ იყო მეცნიერთა სტატუსი, მათი უფლება-მოვალეობები, ისინი ვერ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვასა და სასწავლო პროცესში. შეზღუდული იყო მკვლევართა მონაწილეობა თვით მომავალი მეცნიერების აღზრდის პროცესში. საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის შედეგად გადაიჭრება ზემოთ აღნიშნული პრობლემები. კერძოდ, მოხდება: სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, საკანონმდებლო დონეზე კვლევითი დაწესებულებების სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმის მოწესრიგება, უნივერსიტეტებში მეცნიერთა სტატუსის აღდგენა, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის აღდგენა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების სისტემის ამოქმედება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები - ერთობლივი აკადემიური ხარისხის ცნების შემოტანით და უნივერსიტეტის დეფინიციის დაზუსტებით  - ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა, ასევე სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად, იმსჯელეს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათი იმპლემენტაციისთვის საჭირო ნაბიჯებზე. ერთობლივად განისაზღვრა ამა თუ იმ აქტივობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები, პირები და შესაბამისი ვადები. კონფერენციაზე განიხილეს კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებული კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხები, ჩამოყალიბდა ყველა მხარისთვის მისაღები საერთო მიდგომები.   

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე