ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი, პოსტ გრიპულ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ,  მშობლები  ერიდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე.  გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი  კვლავ პერმანენტულად განხორიცდება. სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა.

იხილეთ სკოლების სია

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე