ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების 37 ათასზე მეტი ბენეფიციარი გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოში ისწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, გორის N5 საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტის შედეგად, საჯარო სკოლების სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო მომავალი ოთხი წლის მანძილზე 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და განათლებისადმი ხელმისაწვდომობა 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის (პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მოიცავს 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს). სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე