ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მადლობის სიგელი თანამშრომლობისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავთან დაკავშირებით, ილია მეორე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს, მეურვეებს, შემომწირველებს და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში. დაჯილდოებულთა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად, მინისტრი თამარ სანიკიძე.

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის საქმიანობა ძალზე მრავალმხრივია, მათ შორის ბევრი კეთდება განათლების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხორციელდება ერთობლივი შემეცნებით - ინტელექტუალური კონკურსები, კონფერენციები, სემინარები და სხვა

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე