ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობა მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

სკოლის ექიმებმა მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის საკითხებში სასწავლო კურსი გაიარეს. დღეს მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ შესაბამისი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში  გადასცეს.

სკოლის ექიმთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ექიმთა გადამზადება ლოზანას უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურთან (EuTEACH) არსებული პარტნიორობით ხორციელდება. პარტნიორობის ფარგლებში, სკოლის ექიმთათვის შეიქმნა სასწავლო მოდული და მომზადდა 20 ტრენერი, რომლებიც ეტაპობრივად გადასცემენ ამ ცოდნას განათლების სისტემაში  მომქმედ სკოლის ექიმებს. ამ დროისათვის უკვე 63-მა სკოლის ექიმმა გაიარა აღნიშნული სასწავლო კურსი.

მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სასწავლო მოდულის ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემაში ინტეგრირება.

აღნიშნული ინიციატივა სკოლის ექიმთა პროფესიულ განვითარებას და სკოლის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც დადებითად აისახება მოზარდების და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე